შალვა პაპუაშვილი: ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ტყუილი

ანალიზი:

2024 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მესამე მოსმენით მიღებული ე.წ. რუსული კანონის თაობაზე 4 ქვეყნის - ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრებთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მათი მიზანი საქართველოში ჩამოსვლის ეხება გამჭვირვალობის კანონს, ჰქონდათ გარკვეული წუხილები კანონთან დაკავშირებით... ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან გვაქვს ამაზე თანხმობა და ეთანხმებიან ისინი ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და მათ შორის არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების... დღეს შიგნით საუბრისას, ყველა შევთანხმდით, რომ სწორი გავაკეთეთ, როცა არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი - რა დაზღვევაა, რომ ახლაც არ ცდებიან პარტნიორები ისე, როგორც წინა შემთხვევებში შეცდნენ?“

,,ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება გადაამოწმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებებს შეხვედრის მონაწილე მინისტრები - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ესტონეთის საგარეო მინისტრი მარგუს ცაჰკნა Twitter-ზე გამოეხმაურნენ. საკითხზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემაც ისაუბრა ჟურნალისტებთან. სამივე მათგანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილის შეფასებები შეხვედრის შედეგად შეჯერებულ პოზიციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ მსგავსზე არაფერზე შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა. საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით“,- აღნიშნა მაგუს ცაჰკნამ.

,,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის თაობაზე წარმოშობილი დაბნეულობის საპასუხოდ, საჭიროდ ვთვლი განვმარტო, ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. ამასთან, ჩვენ გამოვხატეთ უკიდურესად მკაცრი შეხედულებები და არა ,,გარკვეული შეშფოთება“,- განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

„ჩვენ ეს არ გვითქვამს, მსგავს რამეზე არ შევთანხმებულვართ. არ ვიცი, რა თქვა მან, მე ვერ განვსჯი იმას, თუ რა თქვა მან ქართულად. არა, ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილთან, სანქციებთან ან მსგავს რაიმესთან დაკავშირებით მართალი იყო და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, ნათელია, რომ თუ საქართველოს მეგობრები ჰყავს, ეს ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებია. ასე, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად მხარს უჭერს და ჩვენ ეს ძალიან ნათლად აღვნიშნეთ“, - თქვა ბაიბა ბრაჟემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ წუხილები გამოიხატა და მტკიცებას, თითქოს მინისტრები დაეთანხმნენ შეხედულებას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა, როცა „არ მოუსმინა ევროპელ კოლეგებს“, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია